18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"მოგვიწევს მუშაობა, რომ ის ძველი გაუბედურებული ყვითელი ავტობუსების პარკი იყოს ჩანაცვლებული" - კახა კალაძე

თბილისის ახალი მერის თქმით, ქალაქის ახალი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება იქნება. კახი კალაძემ დღეს სატრანსპორტო კომპანიის ავტობაზა დაათვალიერა და ძველი, ყვითელი ავტობუსების ახალი, თანამედროვე ტიპის ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლების პირობა დადო.

“ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას მომდევნო წლების განმავლობაში, ევროპული, თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 143 ავტობუსი, რომელიც თბილის მერიამ შემოიყვანა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისასალმებელია თუმცა, ეს არ არის საკმარისი და შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ აი ის ძველი გაუბედურებული ყვითელი ავტობუსების პარკი იყოს ჩანაცვლებული,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები