18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
უსინათლო პენსიონერს სოციალური დახმარება გაზის 100 ლარიანი გადასახადის გამო მოუხსნეს 

მოხსნილი სოციალური სტატუსი და სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დახმარების გარეშე დარჩენილი 82 წლის მოხუცი. უსინათლო პენსიონერი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე ნახევარი წელია მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობს.

ვარკეთილის მეურნეობაში მცხოვრები ლიზა გოგოლაური თავის გატანას თვიდან თვემდე პენსიით ძლივს ახერხებს. ლიზა გოგოლაურს სოციალური სტატუსი 6 თვის წინ მოუხსნეს და სახელმწიფოს მინიმალურ დახმარებასაც ვეღარ იღებს.

მარტოხელა მოხუცი ლიზა გოგოლაური ერთადერთი შვილიშვილს, 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიღებული სოციალური დახმარებით ზრდიდა. ახლა კი, უსინათლო ბებიას შვილიშვილი თავად უვლის.

იმის გამო, რომ მოხუცს მარტო ვერ ტოვებს, მუშაობას ვერ ახერხებს. გვანცა ქავთარაძე ყვება, რომ 48 ლარიანი სოციალური დახმარება სახელმწიფომ მასაც მოუხსნა. მიზეზად კი, თებერვლის თვეში გაზის 100 ლარიანი გადასახადი დაუსახელეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სამსახურში განმარტავენ, რომ ქულების მინიჭება თავად ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება. ვარკეთილის მეურნეობაში მცხოვრები ლიზა გოგოლაურის შემთხვევაში კი, დახმარების შეჩერების კონკრეტულ მიზეზს უწყებაში ვერ ასახელებენ. უსინათლო მოხუცი კი, შეწყვეტილი სტატუსის აღდგენის მოლოდინშია.

დღის ამბები