18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ერთთვიანი პაუზის შემდეგ "The Vanos Show " ეთერს უბრუნდება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ"The Vanos Show" ეთერს უბრუნდება. წამყვანი რომელსაც, 11 წლის განმავლობაში არცერთი სამუშაო დღე არ გაუცდენია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული იყო დროებით მისი საყვარელი საქმისგან დაესვენა. ტვინის შერყევა კი, ერთი თვის წინ გადაცემის ჩაწერის წინა დღეს, სუპერმარკეტში წაქცევის გამო მიიღო.

ახლა კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ მაყურებელი ვანოს შოუს ყოველ პარასკევს მოუთმენლად ელოდებოდა. მთელი თვის განმავლობაში, რაც წამყვანს სახლში ყოფნა მოუწია, "რუსთავი 2"-ში თუ მის კოლეგებთან მაყურებელი ინტენსიურად რეკავდა და წამყვანის ამბებს კითხულობდა.

"The Vanos Show"-ს ჯგუფს ხვალინდელი გადაცემისთვის საკმაოდ ბევრი და საინტერესო თემა დაუგროვდა, შესაბამისად, "The Vanos Show" ხვალ ისევ კრიტიკული და სასაცილო რუბრიკებით "რუსთავი 2"-ის ეთერს დაუბრუნდება. წამყვანის სურვილითა და მაყურებლის თხოვნით, გადაცემის ფორმატი, დრო და არხი უცვლელი რჩება.

დღის ამბები