18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ციხისძირში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ნადგურდება

ციხისძირში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის 6 ძეგლი ნადგურდება. საუკუნოვანი ისტორიული აგარაკები, რომლებსაც სტატუსი ერთი წლის წინ მიენიჭა, ინგრევა. თუმცა, მათი რეაბილიტაციის გეგმა ამ დრომდე არ არსებობს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გამორჩეული არქიტექტურის მქონე ისტორიული შენობების გადასარჩენად, ხელისუფლებას წლებია, დახმარებას სთხოვენ.

ისტორიული აგარაკები წლების წინ სახელმწიფოს დაუბრუნდა, დღეს კი 6-ვე კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლი კერძო საკუთრებაა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობების დაკონსერვება ან რეაბილიტაცია დროულად არ დაიწყება, უნიკალური არქიტექტურა პირველ სახეს ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

შესაბამის სახელმწიფო უწყებებში ამბობენ, რომ კერძო მესაკუთრეებს ამ დრომდე ეძებენ.

მიტოვებულ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი ზამთრის გადატანა მოუწევს, რომელიც შესაძლოა, მათი ნაწილისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები