18 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე მოპედი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა - მძღოლი გარდაიცვალა

ავარია ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. მოპედი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ამ მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

უბედურ შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ამავე მონაკვეთზე კიდევ ერთი ავარია მოხდა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანია. 

დღის ამბები