18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - მიხაილ კადიევი

"ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ხელისუფლებას, მიხაილ კადიევი რუსულ მხარეს არ გადასცეს. პარტიაში განმარტავენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური გარიგება შედგა და ქართული მხარე დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს.

“საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის მოხდა პოლიტიკური გარიგება და მიხაელ კადიევის გადაცემა არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ ამ გარემოებით. მიხაელ კადიევის გადაცემა დღეს რუსეთის ფედერაციაში ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ წამებას და სავარაუდო მკვლელობას,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

თავად მიხაილ კადიევის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

“მე დავკარგე იმედი, მივმართე ყველა სტრუქტურას თუმცა, უშედეგოდ. აღარ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს. მე უნდა დამაკავონ რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რადგან მომექცევიან ისე, როგორც ჩემს მეგობარს მოექცნენ. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრიან "ფეესბეს" ნიღბიანი აგენტები მეჩეთთან.

ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე, მაგრამ დევნილთა სამინისტრო მეუბნება, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. მე მაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ უდანაშაულო ვარ. თუ დამაკავებენ, რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება, ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე," - აცხადებს კადიევი. 

დღის ამბები