18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ბეჟან გუნავა პროკურატურაში მის დაკავებასთან დაკავშირებით გამოკითხეს 

ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ბეჟან გუნავა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი 19 სექტემბერს პარლამენტის წინ პარტიის აქციაზე მის დაკავებასთან დაკავშირებით გამოკითხეს.

ბეჟან გუნავა ამბობს, რომ მას აჩვენეს ვიდეო მასალა, როგორ მოხდა მისი დაკავება და თხოვეს პოლიციელების ამოცნობა. საქმე პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა. 

“კონკრეტულად ქონდათ კითხვები, ამოცნობა ეს პოლიციის თანამშრომელი ვინ არის, ვინ გასცა განკარგულება, როგორ მოხდა დაკავება, ჰქონდა თუ არა ზეწოლას ადგილი ჩემს მიმართ. ფაქტი სახეზეა, რომ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ჩემ დაკავებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში გამოიკვეთება, მცნობენ როგორც დაზარალებულს და ამ შემთხვევაში გამოიკვეთებიან კონკრეტული პირები, რომლებმაც გადაამეტეს თავის უფლებამოსილებას,“ - განაცხადა ბეჟან გუნავამ.   

დღის ამბები