18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
თამბაქოს მწარმოებლები "კურიერში" გასულ რეპორტაჟს ეხმიანებიან

თამბაქოს მწარმოებლები "კურიერში" გასულ რეპორტაჟს ეხმიანებიან. "ომეგა" ჯგუფში და სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქოში" განმარტავენ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები მათთვის გაუგებარია და ამბობენ, რომ რეპორტაჟი ცალმხრივად იყო გაშუქებული.

საუბარია რამდენიმე დღის წინ 9 საათიან "კურიერში" გასულ რეპორტაჟზე, რომელიც ეხებოდა მოქმედ კანონში არსებულ ხარვეზს, რომელსაც მწარმოებლები საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ.

რეპორტაჟში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები კანონს არ არღვევენ.

“საქართველოში თავისი დაბეგვრა აქვს უფილტრო სიგარეტს და ის, რომ ჩვენ უფილტრო სიგარეტს ვყიდით უფილტრო სიგარეტის ფასად და ვიხდით უფილტრო სიგარეტის გადასახადს, ამაში რა იყო კონკრეტული ხარვეზი უბრალოდ ჩვენთვის გაუგებარი იყო და ვერ მივხდით. სადაც სიგარეტის ნაწარმი იყიდება, იქ შეიძლება ძალიან ბევრი აქსესუარი იყიდებოდეს და ეს კანონთან არანაირ კოლიზიაში არ მოდის და რა ხარვეზზე არის საუბარი იქ არ იყო ნათქვამი და დაკონკრეტებული,“ - განაცხადა ”ომეგა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა.

დღის ამბები