18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ხმაური ვარკეთილში - ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ხმაურია ამ წუთებში ვარკეთილში, სადაც ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანის უფლებას არ აძლევს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებთან, რომელიც, დაახლოებით, 2 კვირაა დაწყებული, უკანონოა. მათი თქმით, ერთადერთი კვერი, რომელიც მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსებს შორის მდებარეობს, მშენებლობის შედეგად უფუნქციოდ დარჩება.

"არალეგალურად აშენებთ, უბანს გვიკეტავს,“ - მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა კომპანიის წარმომადგენლებს.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. 

დღის ამბები