18 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
საქართველოში პირველად სოციალური საწარმოების "ბი2ბის" გამოფენა გაიმართა

საქართველოში პირველად სოციალური საწარმოების "ბი2ბის" გამოფენა გაიმართა.

ღონისძიების მიზანი სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა იყო.

„საქართველოში არსებულ სხვადასხვა სოციალურ საწარმოს პირველად მოეცათ საშუალება, რომ პირისპირ შეხვდნენ სხვადასხვა ბიზნესს ერთ სივრცეში, გაცვალონ კონტაქტები, დაგეგმონ სამომავლოდ ერთობლივი ურთიერთობები,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სუვენირები, უსაფრთხო სათამაშოები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, მისალოცი ბარათები, საბავშვო ავეჯი და ნატურალური კვების პროდუქცია.

დღის ამბები