საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია.
საგარეჯოს გამგებლის მოადგილის, პაატა ასრათაშვილის, ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივზეა გავრცელებული, თუმცა, რა მასშტაბს მოიცავს, უცნობია.
მისივე თქმით, ხანძრის სოფელზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ტყე სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ავტორი: ია გულიაშვილი