25 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ახალი თბილისის პოპულარიზაცია - აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გასართობი აქცია იმართება

ახალი თბილისის პოპულარიზაცია - ამ სახელწოდებით გასართობი აქცია აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული, იმართება ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, აქციაზე ცოცხალი მუსიკაცაა. 

ღონისძიება თბილისის მერიის ინიციატივით და სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით ტარდება.

გასართობი აქცია დღეს დილიდან დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები