მოსახლეობა სურამის ტყეში საფეხბურთო მოედნის გაყიდვას აპროტესტებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინვესტორს საფეხბურთო მოედანზე სასტუმრო "სურამი პალასის" აშენების საშუალებას არ მისცემენ.
მოედნით, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონით გაასხვისა, 5 სოფელი სარგებლობდა.
სურამის ტყე-პარკში, საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, სასტუმროს აშენების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატისგან შეიტყვეს.
პროექტისთვის კომპანიამ სახელმწიფოსგან 1259 კვადრატული მეტრი ტერიტორია აუქციონზე 275 ათას ლარად შეიძინა.
ავტორი: იზო ჩუბინიძე