18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
რეკეტი სახელმწიფოს სახელით - „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლის მტკიცებით, ბიზნესი შსს-ის მაღალჩინოსნების მონაწილეობით წაართვეს

„სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი, საბურთალოზე საცხოვრებელი კომპლექსის თაღლითური გზით დაუფლებაში მისივე კომპანიის იურისტს, დავით ჩიჩუას, ადანაშაულებს.

მისი თქმით, ჩიჩუას უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დგანან, მათ შორისაა შსს-ის დეტექტივების სამმართველოს ხელმძღვანელი, იოსებ სიგუა.

„სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლის მტკიცებით, შსს-ის თანამშრომლების მონაწილეობით ბიზნესი წაართვეს, რომელიც 6 მილიონად არის შეფასებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი სოზაშვილის მეუღლე ანი მურვანიძე „სალვუს საბურთალოს“ 49%-იან წილს 2017 წლის მარტამდე ფლობდა და კომპანიასაც ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 14 მარტს კი კომპანიის წილის 100-ვე % დავით ჩიჩუაზე გადაფორმდა და ხელმძღვანელადაც ის დაინიშნა.

კომპანია ”სალვუს საბურთალოში“ ამბობენ, რომ ძველი მეწილისთვის ქონება თაღლითური გზით არ წაურთმევიათ.

გიორგი სოზაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა საქმე არ გამოიძიეს.

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ბიზნესს ავიწროებენ.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები