18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ყველას შვილზე ძალიან მძიმე მოსასმენია ის აღვირახსნილი კომენტარი, რითაც კორკოტაშვილმა ჩემს შვილს მიმართა - ნანუკა ჟორჟოლიანი

„ყველას შვილზე ძალიან მძიმე მოსასმენია ის აღვირახსნილი კომენტარი, რითაც გია კორკოტაშვილმა ჩემს შვილს მიმართა,“ - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას განაცხადა.

მან ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენელის, გია კორკოტაშვილის, მიერ მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის, მიმართ Facebook-ზე გამოქვეყნებულ კომენტარზე ისაუბრა.

ტელეწამყვანის თქმით, კორკოტაშვილმა მას ვრცელი სტატუსი მიუძღვნა, რის შემდეგაც მისმა შვილმა, მარიამ გეგუჩაძემ, მისწერა კორკოტაშვილს, რომ იყო ნანუკას შვილი და მზად იყო, მისთვის ეპასუხა, რაზეც კორკოტაშვლმა ძალიან უხამსად მიმართა. ჟურნალისტის თქმით, ამ ადამიანს ტელეეთერი არ უნდა დაეთმოს. 

„ბატონ გიასაც აქვს არსებობის უფლება, თუნდაც, სოციალურ ქსელში თავისი მოსაზრების გამოხატვის უფლება, მაგრამ სხვა არის, როდესაც ეთერს უთმობ. ტელევიზიით როცა იწვევ ადამიანს რაღაც სტატუსით, ის იჯერებს, რომ კომპეტენტურია, თავის თავს აძლევს უფლებას, რომ საქართველოს სახელით ისაუბროს, თუ ჩვენ მსგავსი ტიპის რიტორიკას "არას" ვეტყვით, აღარ იარსებებს,“ - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც ასევე დაამატა, რომ „თუ ჩემს შვილს თმის ღერი ჩამოუვარდება, ძალიან მძიმედ მოვთხოვ სახელმწიფოს“.

 

დღის ამბები