„ჩვენს გადაცემაში არ ვამბობთ უარს, რომ იყვნენ მხარეები, ორივე მხარე მოგვყავს,“ - ამის შესახებ იბერიის ტელეწამყვანმა, მაკა რაზმაძემ, განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.
მან ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებს უნდა დაეთმოთ თუ არა ტელეეთერი, აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უფლება უნდა ჰქონდეს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს.
"ჩემთვის ფასეულია, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, სადაც უნდა და როგორც უნდა... როდესაც არ ხარ კარგ ფორმაში, სარკე ზუსტად იმას გაჩვენებს, როგორიც ხარ. ამიტომ სარკე უნდა დალეწო, თუ უნდა დაივარცხნო და პირი დაიბანო?"- აღნიშნა რაზმაძემ.