18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
„ხელისუფლება მათი მოკავშირეა" - ნინია კაკაბაძე ე.წ. ქართულ მარშზე საუბრობს

„არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში კორკოტასნაირებს, კრებსით კორკოტას ვგულისხმობ, ეთერი ღიად არ ეთმობათ,“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას განაცხადა. 

„სიძულვილის ენა ევროპის ბევრ ქვეყანაში დასჯადია. მეორე მოდელი არის ამერიკული, რომელთანაც ახლო ვართ, სადაც უზენაესია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სხვა ქვეყნებისა და ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენთან თვითრეგულირების მექანიზმი არ მუშაობს, სადაც მედია თავად, თავისი ნებით, აცხადებს უარს დისკრიმინაციულ გამონათქვამისა და ადამიანების და მათი მოსაზრების ტირაჟირებაზე,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

ნინია კაკაბაძეს პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა, მაკა რაზმაძემ, მიმართა და აღნიშნა, რომ რა ნიშნით უნდა შეირჩნენ ადამიანები, ვისაც ტელეეთერი არ დაეთმობათ, რაზეც ნინია კაკაბაძემ უპასუხა, რომ გია კორკოტაშვილი საუბრით სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და მისი გამონათქვამები დისკრიმინაციულია.

„მომხრე ვარ, რომ თვითრეგულაციის ისეთი მექანიზმი გვქონდეს ამუშავებული, რომ მედიაში მუშაობდნენ ისეთი შეგნებული ჟურნალისტები, რომლებიც დისკრიმინაციის საფრთხეებს მიხვდებიან,“ - აღნიშნა ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფელება ე.წ. ქართული მარშის მოკავშირეა. 

„ხელისუფლება მათი მოკავშირეა, რადგან ქართული ოცნება პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ ძალაზე დგას, ამ ადამიანებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში, ვალში არიან ამ ჯგუფთან,“ - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები