ართანის ტყეში ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აალება ალპურ ზონაში დაიწყო.
დღეს დილიდან ვერტმფრენის მეშვეობით სადაზვერვო სამუშაო ჩატარდა, რის შემდეგაც ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი გავიდა.
მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო ოპერაციას ასრულებენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
რაც შეეხება კახეთში კიდევ ერთ ხანძარს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, საგარეჯოში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.