ზესტაფონის რაიონის სოფელი პირველი სვირის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
მათი თქმით, სოფლის საძოვრების უმეტესი ნაწილი გაყიდულია და ამ ტერიტორიაზე უკვე აშენებულია სხვადსხვა ობიექტები; დარჩა მიწის მცირე ნაწილი და მოსალხოებას მასაც ართმევენ.
ხალხი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. პირველი სვირის მოსახლეობას გამოეხმაურა
გამგებლის წარმომადგენელი. მისი მტკიცებით, საძოვრები ეკონომიკის სამინისტრომ თითქმის ათი წელის წინ გაყიდა და გამგეობას მათ დასაბრუნებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
რამდენად კანონიერად შეისყიდა ის კერძო კომპანიამ - ამის გასარკვევად ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგნები მოსალხოებას ურჩევს სასამართლოს მიმართოს.