ნეფე-პატარძლის სიცოცხლეს, რომლებიც საკუთარ ქორწილში ავტოავარიაში მოყვნენ, საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით დაშავებულებს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.
შემთხვევა ქობულეთი - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. ნეფე-პატარძლის გარდა დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.