18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
წალენჯიხაში, ბამბის ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა გასაყიდად გამზადებული ნედლეული მთლიანად გაანადგურა

გვიან ღამით  ხანძარი გაჩნდა წალენჯიხაში, ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა . ცეცხლი 300 კვადრატული მეტრ ფართობს მოედო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია. გამოძიება ქონების დაზიანებით მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.

მეხანძრეებმა შენობა გადაარჩინეს, თუმცა მთლიანად არის დამწვარი ბამბა და გასაყიდი ნედლეული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები