რიგით მე-20, საიუბილეო თბილისის ჯაზ-ფესტივალი დღეს სრულდება.
ღონისძიება ქართველი ჯაზ-შემსრულებლის პაპუნა შარიქაძის ტრიოს კონცერტით დაიხურება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, მსოფლიოში აღიარებული ბასისტი ედი გომესი ეყოლება.
დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა და მისი ბენდის კონცერტი.
კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა.
თბილისის მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი კონცერტების გარდა, ითვალისწინებდა ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის. ფესტივალი 2 ნოემბერს დაიწყო.