მკვლელობა თერჯოლაში - 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბებიამ იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.