სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთნენ. ტყეში დაკვამლიანება დილიდან შეიმჩნევა. სტიქიის ეპიცენტრი ვერტმფრენმა რამდენჯერმე უკვე დაზვერა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ისინი სალიკვიდაციო ოპერაციას ასრულებენ.
ხანძარი ალპურ ზონაში ორი დღის წინ გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
ადგილობრივების თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. კოხტას მთაზე ხანძარი ორი თვის წინაც იყო.