აქცია ბათუმში - გორგილაძის 94 ნომერში მცხოვრებლები კორპუსის სარდაფში წყლისა და ნავთობის სისტემატურ ჩაღვრას აპროტესტებენ და ამაში მეზობლად მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს ადანაშაულებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მომხდარის გამო ხშირია ბავშვების ინტოქსიკაციაც. შეკრებილების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მათ არაერთხელ მიმართეს სხვდასხვა უწყებას, თუმცა უშედეგოდ. დღეს კი გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა თავად სცადეს სარდაფიდან წყლის ამოტუმბვა, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ ამის საშუალება არ მისცეს. მიზეზად შერეული ნავთობის ზღვაში მოხვედრისა და ეკოლოგიური პრობლემის შექმნის შესაძლებლობა დასახელდა. უწყების თანამშრომლებს მედიისთვის ამ თემაზე განმარტება არ გაუკეთებიათ.