18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა

ბათუმში,  იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დელტაპლანი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე ზომის საფრენ აპარატზე ირანელი ტურისტი და უკრაინელი პილოტი იმყოფებოდნენ.

თავად დელტაპლანის მფლობელი ამტკიცებს, რომ საფრენი აპარატი ნაპირზე ამოყვანის დროს ამობრუნდა და მასში არავინ იჯდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ დელტაპლანზე ნამდვილად იმყოფებოდა ორი ადამიანი და ისინი მაშველებმა დროულად გამოიყვანეს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. განიხილება სხვადასხვა ვერსიები. 

დღის ამბები