18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები - ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წუთები

ხახუბიას საქმეზე დაკავებული პოლიციელების ადვოკატმა P.S.-ს ვიდეომასალა მიაწოდა, სადაც ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წამებია გადაღებული. საუბარია პატრულის იმ ავტომობილის კამერით გადაღებულ კადრებზე, რომელიც ბოლო წუთებში უკან მისდევდა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილს.

კადრებში ჩანს, როგორ მოხდა ავარია, სად იდგა ამ დროს ტრაილერი, რომელითაც პატრულმა გზა გადაკეტა და რომელსაც ბექა ხახუბია დაეჯახა. ასევე ვიდეოში ჩანს ევაკუატორიც, რომელსაც ბექა ხახუბია პირველი შეასკდა.

გარდა აღნიშნული კადრებისა მასალა მოიცავს ავარიამდე პერიოდსაც, სადაც ჩანს როგორ ცდილობს პატრული რამდენჯერმე უშედეგოდ ბექა ხახუბიას შეჩერებას.

დაუმორჩილებლობის ამ ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით დაცვა აცხადებს, რომ პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარების ადექვატური იყო. გარდაცვლილის ახლობლები კი ამბობენ, რომ გორის გვირაბთან ჩატარებული სპეცოპერაცია, სპონტანური იყო და პოლიციამ მოსალოდნელი რისკები არ გაითვალისწინა.

შეგახსნებეთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია გორის გვირაბთან ავტოსაგზაოშემთხვევის დროს დაიღუპა. ის გადაჭარბებული სიჩქარით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, რა დროსაც განხორციელდა მისი დევნა. გორის გვირაბის გასასვლელთან პატრულის თანამშრომლებმა გზა ტრაილერით ჩაკეტეს, რომლის წინ რამდენიმე მეტრში ევაკუატორი დააყენეს. დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, შემდეგ კი ტრაილერს. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

ბექა ხახუბიას საქმეზე სამი პოლიციელია ბრალდებული.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები