28 წლის მსჯავრდებული დაჩი ფელდმანი პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ის ნუცუბიძის ქუჩაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით აიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ ავტომანქანაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა გზა გადაუღობეს და მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს. ფედლმანი ინციდენტის შემდეგ გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავა.
მსჯავრდებულის მტკიცებით პოლიციელებმა ის დაკავების შემდეგ სასაფლაოზე მიიყვანეს, სასტიკად სცემეს, ხელბორკილები დაადეს და ფოტოები გადაუღეს.
ძიება დაწყო, თუმცა სამართალდამცავების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე დაიხურა, რადგან პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება ვერ დაადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც დაკავებულს გატეხილი ჰქონდა ცხვირი, დაზიანებები აღენიშნებოდა ფეხებზე, ხელებზე და მკერდზე.
სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ დაჩი ფელდმანი დაეცა და დაზიანებები სწორედ ამ დროს მიიღო.
თავად დაჩი ფელდმანი კი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაჩი ფელდმანი დამნაშავედ ცნო, ახლა პატიმარი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკვე 70 დღეა რაც საკვებს არ იღებს.