18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
გურამ კაშია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიუხედევად "ქართული მარშის" მონაწილეებთან დაპირისპირებას არ აპირებს

ლგბტ პირების სოლიდარობის გამომხატველი სამკლაური, რომელიც გურამ კაშიას ერთ-ერთ შეხვედრაზე ეკეთა, საქართველოში მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზეზი გახდა. „ქართული მარშის“ წევრებმა საფეხბურთო კლუბის, "ვიტესის" კაპიტნის ეს საქციელი დაგმეს და მისი ეროვნული ნაკრებიდან ვიცე-კაპიტნის გარიცხვაც მოითხოვეს. გურამ კაშიას მიმართ ადგილი ჰქონდა ლანძღვას  და მუქარას. კაშიას წინააღმდეგ „ქართული მარშის“ წევრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან გამართეს აქციაც, რომელიც პოლიციასთან შეხლა-შემოხლით და დაკავებებით დასრულდა.

აღნიშნული სამკლაური იყო ჰოლანდიისა და შვედეთის მასშტაბური კამპანიის ნაწილი, რომლითაც სპორტსმენები ელ-ჯი-ბი-ტი თემის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართულ  ძალადობას გმობენ. მსგავსი სამკლაური ყველა კაპიტანს ეკეთა. 

გურამ კაშია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ამისთვის შეურაცხყოფა და მუქარა მიიღო მისივე თანამემამულეებისგან.

თავად გურამ კაშია პროტესტის მონაწილეებს არ უპირისპირდება. თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლება არავის უნდა შეეზღუდოს.

საფეხბურთო კლუბის, "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშიას ჰოლანდიაში გმირად თვლიან. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც  მისი თაოსნობით "ვიტესი" პირველად გახდა ჰოლანდიის თასის მფლობელი. 

დღის ამბები