Mercedes Benz Fashion Week თბილისი საინტერესო ლოკაციებითა და პერფორმანსებით გამორჩეულია. მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვადასხვა ორიგინალური პერფორმასნები.
Mercedes Benz Fashion Week-ის მეოთხე დღე დიზაინერმა ანუკი არეშიძემ გახსნა, რომელმაც ჩვენებისთვის "ექსპო ჯორჯია" აირჩია იმისათვის, რომ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ეჩვენებინა, რომელიც დიზაინერის იტალიაში მოგზაურობით იყო შთაგონებული.
Mercedes Benz Fashion Week ხვალ სრულდება და მას ბესარიონის ჩვენება დაასრულებს.
წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ქართველი დიზაინერების შესაფასებლად, საქართველოში უამრავი უცხოელი კრიტიკოსი, მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია ჩამოსული.
ავტორი: რუსუდან გიორგაძე.