ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. მომღერალმა მსმენელს საქართველოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით უახლესი, ყველაზე პერსონალური და გულწრფელი ალბომი წარუდგინა. მომღერალი თბილისში 12-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა. ბიორკთან ერთად ნიკოლოზ რაჭველიც მუშაობდა.
ისლანდიელი მომღერალი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან ერთ-ერთია, ასევე უდიდესი ვოკალისტების პირველ ათეულში ირიცხება.
კომპოზიტორი, მომღერალი და მსახიობი უკვე 40 წელია სცენაზეა. 11 წლიდან ქმნის მუსიკას. ბიორკმა საქართველოში ჩამოსვლა "SOU ფესტივალის" ორგანიზატორებს თავად შესთავაზა.
კონცერტებს გარდა, დაგეგმილი იყო ფოლკლორული ტურნე სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ბიორკი თბილისიდან არ გასულა.