გომბორის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივებიც მონაწილეობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია და მისი ტყის მასივზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძრის ლიკვიდირება უკვე მოხერხდა ვერონას მონაკვეთზე. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად, დაუდევრობა სახელდება.
„მიმდინარეობს ინტენსიური ქრობა, მაგრამ რამდენ ხანში ჩააქრობენ, ზუსტად ვერ ვიტყვით. ძირითადად ხმელი ფოთოლი იწვის, ტყეს ხანძარი არ აქვს გაჩენილი, ხეები არ იწვის,“ - აცხადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პაატა ასრათაშვილი.