თელავის რაიონის სოფელ ართანაში, კოხტას გორაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.
მეხანძრეები ადგილობრივებთან ერთად, სალიკვიდაციო სამუშაოებს ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ.
ცეცხლი სოფელ ართანიდან 12 კილომეტრის დაშორებით, ალპურ ზონაში პარასკევს გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.