18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ბექა ხახუბიას საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები წარდგებიან

გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ბექა ხახუბიას საქმის განხილვა განახლდება. გამოძიების კითხვებს ბრალდების მხარის მოწმეები უპასუხებენ. უცნობია, რა ინფორმაციას მიაწვდიან მოწმეები სასამართლოს და ვინ არიან ისინი.

ხახუბიას ოჯახის ადვოკატი "პოსტკრიპტუმში" გასულ ექსკლუზიურ კადრებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კადრებში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისთვის ცნობილი იყო თუ ვისზე ახორციელებდა დევნას.

გასულ კვირას კი, სასამართლოს კითხვებს იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა უპასუხა, რომელმაც პოლიციის ბრძანებით მანქანას გზა გადაუკეტა.

„ჩანაწერებით მტკიცდება, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,“ - განაცხადა ხახუბიას ოჯახის ადვოკატმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები