18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" ფეხბურთის ფედერაციასთან გურამ კაშიას წინააღმდეგ აქცია გამართა

არა ლგბტ პროპაგანდას - ამ სლოგანით ფეხბურთის ფედერაციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად, ფეხბურთის ფედერაციასთან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ცისარტყელას ფერებში შეღებილი კაპიტნის სამკლაურის ტარება.

ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს გამართულ აქციაზე სასულიერო პირები და ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებიც მივიდნენ და მოუწოდეს სპორტსმენებს, არ შეუერთდნენ სოლიდარობის მსგავს აქციებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე ცისარტყელას ფერებით სამკლაური გაიკეთა და ამ ფორმით ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები