ვარკეთილის მეორე პლატოზე კორპუსის მშენებლობა ერთი კვირით შეჩერდება, შეთანხმებას უბნის მოსახლეობამ და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, ერთ კვირაში დადგინდება, იყო თუ არა მშენებლობის ნებართვა კანონიერი.
მეორე პლატოს მაცხოვრებლები მათ სამეზობლოში დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით, უბანში ერთ-ერთ სკვერს საფრთხეს უქმნის.