18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ფაროსანას განადგურების მიზნით შეიწამლა 110 ჰექტარი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები შეაჯამა. ლევან დავითაშვილის თქმით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების დაგროვების მხრივ. მისივე ინფორმაციით, სპეც ტექნიკით, მათ შორის ავიაციის დახმარებით, წელს 110 ჰექტარი შეიწამლა.

230 ათას ოჯახს დაურიგდა პრეპარატები, განთავსდა 21 000 სპეციალური სატყუარა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წელს გასატარებელ ღონისძიებებზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ უწყებას მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ მომავალი რამდენიმე წლის სტრატეგია აქვს შემუშავებული. 

დღის ამბები