18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მიღებას ითხოვს 

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან საკუთარი დანაპირების შესრულებას და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მიღებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეფორმის პროცესში საქართველოს საბოლოოდ არა დასჯაზე, არამედ მკურნალობაზე ორიენტირებული კანონპროექტი ექნება.

„კანონპროექტი პირველ რიგში მიზნად ისახავს იმას, რომ შემუშავდეს ისეთი ნორმატიული ბაზა, რომელიც სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ გაატაროს ადამიანის ზრუნვაზე და მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკა და შესაბამისად, დასჯას ჩაანაცვლებს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებით,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხლვა 20 ნოემბრიდან დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები