გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია. თამარ ბაგრატიამ გარემოს დაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრებს საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოუდგინა.
სამეცნიერო ექსპედიციის დროს დაფიქსირებული იყო უნიკალური თევზის სახეობები და მიკრობები.
პრეზენტაციას დეპუტატებთან ერთად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.