18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
„ჩვენც ვარსებობთ, ვეღარ ვიჭერთ ქამრებს" - აქცია პარლამენტის შენობასთან

„ჩვენც ვარსებობთ, ვეღარ ვიჭერთ ქამრებს, თქვენც დაბერდებით“ - ამ სლოგანით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოსახლეობა შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სახელმწიფო და შშმ პირებისთვის პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას ითხოვენ.

მათი თქმით, არსებული პენსია არსებობისთვის საკმარისი არ არის.

აქციის მონაწილეები პენსიის გაზრდის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს მიმართავენ.

 

დღის ამბები