18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
„სასწრაფო უარს გვეუბნება შემოსვლაზე,“ - ქუთაისში გელათის ქუჩის პირველ ჩიხში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში გელათის ქუჩის პირველ ჩიხში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. უკვე წლებია, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი არ არსებობს, ზამთარში გადაადგილება შეუძლებელია როგორც მანქანით, ასევე ფეხით. წვიმის დროს გზა ცოცავს, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივების თქმით, გელათის ქუჩის პირველ ჩიხში ასვლას ვერ ახერხებს სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გელათის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება წლევანდელი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. 2018 წელს კი, ადგილობრივი თვითმმართველობა გელათის ქუჩის პირველ ჩიხს კაპიტალურად შეაკეთებს.

 

 

 

დღის ამბები