არასამთავრობო ორგანიზაციები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ. მათ შორის, საქმე ეხება მედიაში სიძულვილის ენის კანონით დარეგულირებას და საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას მედია ორგანიზაციების მიერ.
სამოქალაქო სექტორი იმ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებობს.