მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ ერთ მაგნოლიას ამზადებენ.
სამუშაოების პარალელურად, სანაპირო ზოლზე კეთდება დროებითი ნავმისადგომებიც.
მრავალწლოვან ხეს ჯერ ბორანზე გადაიტანენ, ხოლო შემდეგ ზღვის მეშვეობით შეკვეთილში წაიღებენ.
დროებითი გადასასვლელი ეწყობა რკინიგზაზეც. მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი პრემიერის პარკში გადასატანად კიდევ ორ ხეს ამზადებენ.