18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მიშტერება, სტვენა, გენიტალიების ჩვენება - სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია პარლამენტში დღეს შეიტანეს

სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია, რომლებსაც ხელს საქართველოს 1000 მოქალაქე აწერს, საკანონმდებლო ორგანოში დღეს შეიტანეს.

ინიციატივის ავტორები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ასეთი დანაშაული არასაკმარისად ისჯება და ის დისკრიმინაციად არ აღიქმება.

ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა სექსუალური ძალადობა საჯარო სივრცეში უხამსი ხუმრობა, მიშტერება, სტვენა, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ და გენიტალიების ჩვენება.

საჯარო სივრცის გარდა, პეტიციის ხელმომწერები სექსუალური შევიწროვების დასჯას დასაქმების ადგილზეც ითხოვენ.

პეტიცია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს, თუმცა, კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო წინადადება გენდერულ საბჭოს გადაუგზავნეს.

მმართველ გუნდს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით პეტიციის ავტორებისგან განსხვავებული ხედვა აქვს.

პარლამენტის გენდერული საბჭო კანონპროეტის ინიცირებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს მოახდენს და არ არის გამორიცხული, კონსულტაციების პეტიციის ავტორებთანაც გაიმართოს.

 

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე 

დღის ამბები