18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
მედიის მიერ საარჩევნო ეგზიტპოლებისა და კვლევების გადამოწმება - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიციატივა პარლამენტშია

არასამთავრობო სექტორი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან ახსნა-განმარტებებს ელოდება. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა გადაამოწმონ მედიასაშუალებებმა იმ საარჩევნო კვლევების სანდოობა და ობიექტურობა, რომლებსაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს დაუკვეთავენ.

ინიციატივა, რომელიც მაუწყებლებს ახალ ვალდებულებას აკისრებს, უკვე პარლამენტშია. ძალაში შესვლის შემთხვევაში, ის საარჩევნო ეგზიტპოლებსაც შეეხება.

ახალ ინიციატივას რუსთავი2-ის იურისტები სამაუწყებლო კომპანიის საარჩევნო ეგზიტპოლებს უკავშირებენ. ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებს იხსენებენ, რომელთა სანდოობა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ეჭვქვეშ დააყენა.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში არ უარყოფენ, რომ ახალი ინიციატივა სწორედ რუსთავი2-ის ეგზიტპოლს უკავშირდება. თუმცა ამბობენ, რომ პირიქით, ამ საკანონმდებლო წინადადებას მაუწყებლების სასიკეთოდ აყენებენ.

გარდა ამ ინიციატივისა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა და მედიით მავნე ზემოქმედების მომხდენი ინფორმაციის გავრცელება თვითრეგულირების ფარგლებს უნდა გასცდეს და დასჯადი გახდეს.

 

 

 

 

დღის ამბები