18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, ონიანის დაკავება ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს უკავშირდება

ნაციონალური მოძრაობა გიორგი ონიანს პოლიტიკურ პატიმრად თვლის.

როგორც  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა, გადაცემა არჩევანში განაცხადა, გიორგი ონიანი არის „ივანიშვილის რეჟმის მსხვერპლი".

„ივანიშვილის რეჟიმი არის ფეოდალური დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დგას პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებზე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი ონიანი აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პირის უფლებების დაცვაში, რომლებიც იდევნებოდნენ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და მათ შორის იყო ბაჩო ახალაიაც.

ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ონიანი  პროკურორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ, თუ ჩამოშორდებოდა ახალაიას საქმეს, მას პრობლემები არ შეექმნებოდა.

ზაზა ბიბილაშვილმა გიორგი ონიანის საქმეზეს ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდაპირევლად საქმეში ბრალდებული იყო 7 პირი და ყველა მათგანი სამართალდამცავი იყო, თუმცა, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ონიანთან მიმართებაში დადგა. დანარჩენმა სამართალდამცავებმა გააგრძელეს მუშაობა დაკავებულ თანამდებობებზე და ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც.

გიორგი ონიანი დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

დღის ამბები