18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ონიანის ბედი შესაძლოა, პარტიის ნებისმიერმა წევრმა გაიზიაროს

ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ შესაძლოა, პარტიის ნებისმიერმა წევრმა გიორგი ონიანის ბედი გაიზიაროს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არ არის არც ერთი ადამიანი, ვინც არ ელოდება „ისეთივე უმსგავსობას, რასაც ადგილი ჰქონდა ონიანითან მიმართებაში“.

მისივე თქმით, პარტიაში კარგად აქვთ გააზრებული, ვის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

„კარგად გვესმის, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე და კარგად გვესმის, ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ოლიგარქიული სისტემა, ჩვენი მოწინააღმდეგე არის კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ პოლიტიკური ველი გაწმინდოს და არ დატოვოს იქ არც ერთი ოპოზიციური პარტია. მისივე განცხადებით, ის, ვისაც შეუძლია, ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას პრობლემები, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, ამიტომ ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომ რაც შეიძლება, მეტი დარტყმა მიაყენოს ოპოზიციას და ამის შედეგი იყო გიორგი ონიანის დაკავება.

ნიკა ნელიას თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო იყო უკანონო და გიორგი ონიანი არის პოლიტიკური პატიმარი.

გიორგი ონიანი დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები