18 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
ონიანმა წერილი რომ გამოაგზავნოს ციხიდან და თქვას, ენმ-ის ტოვებს და გვლანძღოს, მას გაათავისუფლებენ - ნიკა მელია

"გიორგი ონიანი რომ ყოფილიყო ევროპულ საქართველოში, მას დღეს არ დააკავებდნენ, რადგან ივანიშვილი ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას,“ - ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ნუ სწყინთ ბატონებს. მესმის, რომ არ ესიამოვნათ, მეც არ მესიამოვნებოდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, გიორგი ონიანმა წერილი რომ გამოაგზავნოს ციხიდან და თქვას, ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს, გააკრიტიკოს სააკაშვილი და თითოეული წევრი პარტიიდან, მას აუცილებლად გაათავისუფლებენ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გიგი უგულავას გათავისუფლება სწორედ იმ ფაქტს, რომ მან დატოვა ნაციონალური მოძრაობა, ნიკა მელია პასუხობს, რომ მას არ სურს უგულავაზე საუბარი და ელოდება იმ დღეს, როცა შეხვდება მას, რადგან აინტერესებს, თვალებში როგორ ჩახედავს.

ნაციონალურ მოძრაობის წევრმა გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არა აქვს მორალური უფლება იმის, რომ ისაუბროს გიორგი ონიანზე და მართლმსაჯულებაზე, რადგან სწორედ ამ ხელისუფლებამ დააწინაურა ლევან მურუსიძე.

მან მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ დაანებონ თავი 9-წლიან რეჟიმზე საუბარს მაშინ, როდესაც ბედუკაძე ჰყავთ საკუთარ რიგებში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები