ევროპული საქართველო ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს. საუბარია ნაციონალურ მოძრაობის წევრის შეფასებაზე, რომელმაც თქვა, რომ გიორგი ონიანი ევროპული საქართველოს წევრი რომ ყოფილიყო, მას არ დაიჭერდნენ.
ოთარ კახიძის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კანონი არ კანონობს და არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა საქმეში მტკიცებულებები", მას უწევს საუბარი "აბსოლუტურად სულელურ შეფასებებზე".
ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში ოთარ კახიძეს საუბარი შეაწყვეტინა და შეახსენა, რომ მან ერთ-ერთ გადაცემაში იკითხა, რატომ არ იყო მელიაც დაკავებული. მან ასევე თქვა, რომ ოთარ კახიძეს უხარია ის, რაც დღეს ხდება.
„სულელურია ეს ნარატივი, ეგ არის ქოცური ნარატივი,“ - ასე უპასუხა ოთარ კახიძემ ნიკა მელიას.
„ნამდვილად არაფერი აღარ მწყინს და შენგან არაფერი არ მიკვირს, რადგან მოხდა, როგორც პოლიტიკოსის, შენი დეგრადაცია,“ - მიმართა ოთარ კახიძემ ნიკა მელიას.
ოთარ კახიძის თქმით, ისეთი განცხადებები, როგორსაც ნიკა მელია აკეთებს, ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს.
რაც შეეხება გიორგი ონიანის საქმეს, ოთარ კახიძე ამბობს, რომ „ეს საქმე მთლიანად არის ნაგავი“.
მიისვე თქმით, "ეს არის ჩამოშლილი საქმე და ქაღალდების გროვა".
ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით, პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ ონიანის არ მოუწიოს 5 წელი ციხეში ჯდომა.