18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
საჯარო მოსამსახურეების შეფასების ახალი სისტემა - საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან  შევა 

საჯარო მოსამსახურეების შეფასების ახალი სისტემა ჩამოყალიბდება- ახალ სისტემას საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

საჯაროს სამსახურში დასაქმებულების შეფასების ახალი სისტემის დანერგვის და განვითარების შესახებ, ამ წუთებში, "რედისონში" მსჯელობენ.

ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, ცვლილებები დასაქმებულებისა და ხელმძღვანელების ურთიერთობას მიუკერძოებელს გახდის.

„მნიშვნელოვანია ზოგადად შეფასების ინსტიტუტი იმდენად რამდენადაც ამას აქვს როგორც ორგანიზაციის მომავალი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა, ასევე მოხელის კარიერული განვითარებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელი და ამ შეფასების შედეგებიდან გამომდინარე  იგეგმება მოხელის როგორც პროფესიული განვითარება, თუნდაც სწავლება-ტრეინინგები, ასევე მოხელეს შეიძლება მიეცეს წახალისება ფულადი ჯილდოს სახით,“-აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკა ქარდავა.

დღის ამბები